საუკეთესო ტექნიკა ახალი წლის დაგეგმვისთვის Forbs-სგან

nyr

ახლი წელიც მოგვიახლოვდა და ალბათ ფიქრობთ კიდეც შემდეგი 12 თვის მიზნების და გეგმების დასახვის პროცესი როგორ გახადოთ ეფექტური.

შეიძლება სამსახურის ცვლილებას გეგმავთ ან შეხვედრებზე აპირებთ ხამაღალი განაცხდის გაჟღერებას, იქნებ დიდი ხნის გადადებული საქმეების დაძვრაზე ფიქრობთ. მიზნების შინაარსის მიუხედავად არსებობს ერთი მარტივი ჭეშმარიტება: ნებისმიერი ცვლილება რთულია.

ცნობილი ფაქტია, ის რომ ახალი წელი დაგეგმილი აქვს მოსახლეობის ნახევარს, თუმცა მხოლოდ 8% ახერხებს გეგმის შესაბამისად ცხოვრებას და მიზნების მიღწევას.

უმრავლესობისთვის ნაცნობია ეს პროცესი: იანვარში აღფრთოვანებული და აქტიური ხარ, მაგრამ რამდენიმე კვირაში გადაგივლის მოტივაცია და შემდეგ იწყება “თვითგვემა” შეუსრულებელი მიზნების გამო.

მნიშვნელოვანი ცვლილების განხორციელება ნაკლებად უკავშირდება ნებისყოფის მართვას, მთავარია მიზნების სწორად და ეფექტურად ჩამოყალიბება.

დაივიწყე ძველი წარუმატებლობა, სცადე ეს მეთოდი, დასახე ეფექტური მიზნები და სულ მალე შედეგებიც სახეზე იქნება.

გადააქციე მიზნები შეკითხვებად

კვლევებმა ცხადყოფს, რომ მტკიცებით ფორმაში ჩამოყალიბებული მიზნების მაგივრად საკუთარ თავთან კითხვა-პასუხი უფრო ეფექტურია, რადგან მეტი შანსია იმისა, რომ შევასრულოთ ჩვენი დაპირება.

მაგალითად, “ახალი მიზნესის დაწყება” სტანდარტული მიზანია, თუმცა უფრო შედეგიანი იქნება კითხვების დასმა: “როგორ ვიშოვო პირველი კლიენტი?”, ასევე “რამ შეიძლება შემიშალოს ხელი?” და ა.შ.

ასეთი ტიპის მიზნები გადაწყვეტილებაზეა ორიენტირებული და გვიადვილებს შესრულებას. ცვლილებების განხორციელებაც უფრო მარტივი ხდება შინაარსის მიუხედავად, დაწყებული ჯანსაღი კვების და ვარჯიშის მიზნებიდან და დამთავრებული პროფესიული გეგმებით.

რატომ მუშაობს ეს მეთოდი

 შეკითხვა თავსატეხია, როგორც კი ჩნდება შეკითხვა, ჩვენი გონება ქვეცნობიერად იწყებს ამაზე ფიქრს და ცდილობს პასუხების გაცემას.

როგორც კი მიზანს მივცემთ შეკითხვის ფორმას ჩვენ გაუაზრებლად ვიწყებთ მუშაობას, ვცდილობთ შესაძლებლობების პოვნას, პრობლემებს ვუსადაგებთ გადაწყვეტილებებს, ბოლოს გამოვყოფთ თანმიმდევრულად გადასადგმელ ნაბიჯებს და გზა წარმატებისკენ მზად არის.

შეკითხვის ფორმა გვეხმარება კრეატიულობაში, ვხდებით უფრო მოქნილები, ვკონცენტრირდებით გადასადგმელ ნაბიჯებზე და ცვლილებების მიმართ შიშს ნაკლებად ვგრძნობთ. 

წარმატების შეკითხვები

წარმატებისთვის ამბიუციური შეკითხვები გვჭირდება, რომლებიც შეგვიცვლიან აზროვნებას, გამოგვიყვანენ კომფორტის ზონიდან და დაგვანახებენ მიზნესის თუ პირადი კარიერის განვითარების შეუზღუდავ შესაძლებლობებს.

დაუსვით თქვენს თავს სწორი შეკითხვები და დატკბით წარმატებით:

  • როგორ შევძლებ…
    … ყოველ დღე ვარჯიშისთვის დროის პოვნას?|
    … შემოსავლის გაორმაგებას?
  • რა შედეგს მივიღებ თუ…
    … რეგულარუად დავწერ სტატიებს?
    … კვირაში 1 საათს დავუთმობ ახალი უნარის განვითარებას?
  • რა მჭირდება…ხა
    … რომ სამუშაო გარემო უფრო კომფორტული გავხადო?
    … მეტი თავდაჯერებულობისთვის?

სტატია თარგმნა ქეთი ტყავაძემ

იხილეთ სტატიის ორიგინალი

Posted in სტატიები მართვის შესახებ | Leave a comment

თეა ცერცვაძე, სსიპ ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი

%e1%83%97%e1%83%94%e1%83%90

მართვის აკადემია  – ჩემთვის ეს არის: საოცარი ადამიანების გუნდი, სივრცე ინტელექტის, თავისუფლების, განვითარების, გარემო სადაც შეგიძლია იყო ისეთი როგორიც ხარ, ადგილი სადაც დრო საინტერესოდ და სწრაფად გადის.

ტრენინგი მართვის თანამედროვე მეთოდები  ჩემთვის იყო განვითარება ზუსტ  დროს, ზუსტ ადგილას, ზუსტი შედეგებით. შემეცვალა და დაიხვეწა ჩემი ხედვა მართვასთან მიმართებაში. ყოველი ლექციის შემდეგ მქონდა განცდა რომ ვიყავი ,,სხვა“ და ეს ,,სხვა მე“ უფრო მომწონდა. ყველაფერთან ერთად შევიძინე ახალი მეგობრები.

Posted in დამკვეთების გამოხმაურება | Leave a comment

დავით აბრამიშვილი – კომპანია „სიმეტრია“ გაყიდვების მენეჯერი

%e1%83%93%e1%83%90%e1%83%95%e1%83%98%e1%83%97-%e1%83%90%e1%83%91%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98

კომპლექსური გაყიდვების ტრენინგის მოსმენა არის შესაძლებლობა,რომ ადამიანმა  მოახდინოს  სრული კონცენტრირება თავის საქმიანობაში.

შეიძლება გაყიდვების მენეჯერს დაუგროვდეს დიდი გამოცდილება, თუმცა მედალს ყოველთვის მეორე მხარეც აქვს, რისი გათვალისწინებაც ძალიან მნიშვნელოვანია.

სწორედ ასეთი ტრენინგები იძლევა შესაძლებლობას, მეორე მხარეც დავინახოთ და უფრო სრულყოფილი გავხადოთ ჩვენი საქმიანობა.

მართვის აკადემია -ეს არის ულევი სასიკეთო იდეების და პროგრესის გენერირების საბადო, რომელთა არსებობაც ქვეყნის წარმატების და მისი ნათელი მომავლის საწინდარია.

Posted in დამკვეთების გამოხმაურება | Leave a comment

ვლადიმერ ჟორჟოლიანი – სს მისო „კრისტალის“ ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილების უფროსი

Vladimer Zhorzholiani

IT მენეჯმენტის შინაარსის ბევრ ტრენინგს დავსწრებივარ, მაგრამ “მართვის აკადემიის” ამ ტრენინგმა ნამდვილად გადააჭარბა ჩემს ყოველგვარ მოლოდინს.

ტრენინგი უაღრესად საინტერესო იყო ჩემთვის.

მან საშუალება მომცა განმესაზღვრა ჩემი სამოქმედო გეგმა და კარგად დამანახა ის ძლიერი თუ სუსტი მხარეები რომლებიც მქონდა პირადად მე.

გარდა ამისა “მართვის აკადემიაში” გავიცანი ბევრი გამოცდილი და კარგი ადამიანი.

კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო ვანო ნადირაძეს, მარიკა კლდიაშვილს და “მართვის აკადემიის” მთელ გუნდს ასეთი მაღალო დონის ტრენინგის ორგანიზებისათვის.

Posted in დამკვეთების გამოხმაურება | Leave a comment

თამარ ჭითაშვილი – საკონსულტაციო კომპანია “სინერჯი ჯგუფის” პარტნიორი

100_4357

მართვის აკადემია აგრძელებს ჩემს გაოცებასა და მოლოდინების გადაჭარბებას!

ამ ტრენინგზე რასაც გაიგებთ, სხვაგან ვერ წაიკითხავთ, ვერც ნახავთ და
ვერც მოისმენთ. განსხვავებით მარკეტინგული კომუნიკაციების ზოგადი
თეორიებისგან, ტრენინგზე განიხილებოდა ქართული ბაზრის სპეციფიკები,
კონკრეტული მიდგომები, მარკეტინგული ხრიკები, სხვადასხვა ადგილობრივი დასაერთაშორისო ქეისები. თორნიკე გურული კი არის თავისი საქმის სუპერ პროფესიონალი და არაჩვეულებრივი ტრენერი. უდიდესი მადლობა იმ ცოდნის მოცემისთვის, რითაც მეორე დღიდანვე ვქმნით ღირებულებას ჩვენს კომპანიებში.

Posted in დამკვეთების გამოხმაურება | Leave a comment

სოფო კვინტრაძე – ზ.ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი, მარკეტინგისა და გაყიდვების რეფერენტი

IMG_20140330_001306მართვის აკადემიაში ოპერისა და ბალეტის თეატრიდან მოვხვდი, სადაც ფონდების მოძიებისა და მარკეტინგის მიმართულებით ვმუშაობ. იმ დროისათვის ეს ჩემთვის ახალი სამსახური იყო და შესაბამისად ახალი ცოდნა ძალიან მჭირდებოდა. ზუსტად შესაბამის ადგილას მოვხვდი. მანამდეც ბევრი მსმენოდა მართვის აკადემიის და სანდრო ჯეჯელავას შესახებ და ყოველთვის მინდოდა რომელიმე კურსის გავლა, მაგრამ ჩემი დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო ეს თითქმის შეუძლებელი იყო.

გავიარე მაია  მიქაშავიძის “ფონდების მოძიების სტრატეგია” და ძალიან მოხარული ვარ, რომ ეს შესაძლებლობა მომეცა. გარდა იმისა, რომ საჭირო და პრაქტიკული ცოდნა მივიღე, არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ჩემთვის უდიდესი სიამოვნება იყო მაიას კლასში ყოფნა. ის უბრალოდ არაჩვეულებრივი ადამიანია, ნამდვილი პროფესიონალი და შესანიშნავი ტრენერია.

დარწმუნებული ვარ, კიდევ მომეცემა საშუალება სხვა ტრენინგებიც გავიარო მართვის აკადემიაში. ვფიქრობ, რომ პროფესიული ზრდა მუდმივად გვჭირდება, განსაკუთრებით თანამედროვე მსოფლიოში, როდესაც ყველაფერი ასე სწრაფად იცვლება. კონკურენცია ძალიან დიდია და განვითარებაზე მუდმივად უნდა ვიზრუნოთ. ასევე მინდა აღვნიშნო, რა საოცარი ორატორია სანდრო ჯეჯელავა, მისი ლექციები, რომელიც ონლაინ არის ხელმისაწვდომი, ნამდვილი ინსპირაციაა ჩემთვის, რისთვისაც დიდი მადლობა სანდროს.

წარმატებებს გისურვებთ და დიდი მადლობა რომ არსებობთ!

Posted in დამკვეთების გამოხმაურება | Leave a comment

მაია ბიბილაური – “ბი თი ელ საქართველოს” დირექტორი

Maia's image მე პირველად დავესწარი მართვის აკადემიაში სემინარს „ეფექტური მენეჯერი“. ძალიან კარგ მომენტში მომიწია აკადემიის აღმოჩენა, ვინაიდან სულ ეხლახანს გადავწყვიტე ჩვენს კომპანიაში დეცენტრალიზებული მართვის დანერგვა და 4 წამყვან მენეჯერზე კომპანიის ბედისა და მართველობის გადაცემა.  ჩემი კოლეგებიცდაუყონებლივ ჩავწერე ამ სემინარზე და ძალიან დიდ იმედებს ვამყარებ,  რომ ეს სემინარი და თავად აკადემია დამიბრუნებს ბევრად უფრო ჩამოყალიბებულ და გაზრდილ თანამშრომლებს!

პირველ რიგში უზარმაზარი მადლობა მინდა გადავუხადო სანდრო ჯეჯელავას და ქეთი ტყავაძეს სრულიად არაჩვეულებრივი სემინარისთვის. ასეთი ჯანმთელი სიტუაცია და ურთიერთობა, ასეთი თავისუფალი და ინტერაქტიული ღონისძიება მე პირადათ არსად არ შემხვედრია, არც საქართველოში და არც მის ფარგლებს გარეთ. ძალიან სასარგებლო და საინტერესო თემები და ასპექტები იყო სემინარზე განხილული. ჯანსაღი მუხტით და ცოდნით ავივსე ამ 2 დღის განმავლობაში.

მართვის აკადემიასთან მომავალშიც მჭიდრო თანამშრომლობას ვგეგმავ. დიდი მადლობა აკადემისს დამფუძნებლებს. ყველამ ასე რომ ვიზრუნოთ ჩვენი ხალხის განათლებისთვის თუ კეთილდღეობისთვის ძალიან სწრაფად ავაღორძინებდით ჩვენს პატარა ქვეყანას!

Posted in დამკვეთების გამოხმაურება | Leave a comment

დავით გულუაშვილი – შპს “ახალი ნათების”დიღმის საგამოფენო პავილიონის მენეჯერი

IMG_0314 2014 წელს მართვის აკადემიაში გავიარე ტრენინგი – „კომპლექსური გაყიდვები“.

ჩვენი კომპანიის სპეციფიკიდან გამომდინარე ვემსახურებით როგორც საცალო მომხმარებელს, ისე კორპორატიულ კლიენტებს, ასევე გვაქვს სადილერო ქსელი და მომსახურების სერვისი.

ამ ტრენინგზე ჩემდა გასაკვირად ბევრი ისეთი ნიუანსი მოვისმინე, რასაც აქამდე არ შევხვედრივარ.

გაყიდვების ტრენინგს ჩემთან ერთად ესწრებოდა სხვადასხვა კომპანიის თანამშრომლები, შესაბამისად ყველას საკუთარი აზრი და შეხედულება ჰქონდა.

ტრენინგებზე განვიხილავით ისეთ შემთხვევებს, რაც გაყიდვებში საკმაოდ აქტუალურია.

მსგავსი განხილვებიდან ძალიან ბევრ ანალოგს ვავლებდი ჩვენი კომპანიის რეალობასთან და ეს კიდევ უფრო მეხმარებოდა რიგი თემების გაანალიზებაში.

საერთო ჯამში ტრენინგმა ძალიან საინტერესოდ ჩაიარა. დიდი მადლობა ბატონ სანდრო ჯეჯელავას – ტრენერს, რომელსაც პრაქტიკულად ყველა ჩვენს კითხვაზე ჰქონდა დამაჯერებელი პასუხი.

 

Posted in დამკვეთების გამოხმაურება | Leave a comment

დავით გაბადაძე – “ჯეო ელექტრონის” გენერალური დირექტორი

IMG_3094 (1) მაშინ, როცა ჩვენს ქვეყანაში “დიპლომიანი სპეციალისტების” პროცენტული მაჩვენებელი რეკორდულია, ხოლო რეალურად, პროფესიული მომზადების დონე ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, “მართვის აკადემია” არის ნამდვილი ლამპარი, რომელიც ყველა მსურველს გზას უნათებს ცოდნისაკენ და, შესაბამისად, უკეთესი მომავლისკენ მიმავალ გზაზე.
პროფესიონალთა გუნდი, რომელსაც სათავეში სანდროს სახით თანამედროვე მენეჯმენტის გურუ უდგას, ყველა მსურველს აძლევს საშუალებას, საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს.
ასე მოხდა ჩემს შემთხვევაშიც, “მართვის აკადემიასთან” ჩემი გადაკვეთით მიღებული ეფექტი, ჩემთვის განუზომელია და ეს ჯერ კიდევ დასაწყისია…
Posted in დამკვეთების გამოხმაურება | Leave a comment

ყველაფერჩიკები

sku4404-morphy-richards-food-processor-Large-jpg (1)

ავტორი: სანდრო ჯეჯელავა

გაფრთხილება: ეს ჭეშმარიტება არაა. მხოლოდ მოსაზრებაა

1983 წელს 10 წლის ვიქნებოდი (გაგანია საბჭოთა დროს) როდესაც ჩვენ ოჯახს “მეცნიერებისა და ტექნიკის სასწაული” – სამზარეულოს კომბაინი შემოუერთდა.

ჩემ აღტაცებას საზღვარი არ ჰქონდა. ტექნიკის დაინტერესებული პატარა ბიჭისთვის “ყოვლისშემძლე მანქანა” განასახიერებდა კაცობრიობის მთელ პროგრესს.

იმ დღიდან მოვუხშირე სამზარეულოში ვიზიტებს და ვცდილობდი დიასახლისები (ბებია და დედა) დამეთანხმებინა, რომ ყველაფერი, რისი გაკეთებაც სუპერ-მანქანას შეეძლო, მისთვის მიენდოთ და “მამა-პაპური” მეთოდებისთვის თავი დაენებებინათ.

მოკლედ, შემდეგი რამდენიმე თვის განმავლობაში, გულდაწყვეტას გულდაწყვეტა მოყვებოდა, როცა აღმოვაჩენდი, რომ ჩვენი მანქანა ვერცერთ კონკრეტულ საქმეს კარგად ვერ აკეთებდა და მისი ერთადერთი, მაგრამ მოჩვენებითი, პლიუსი უნივერსალობა იყო. იქვე ამიხსნეს, რომ, თუ კარგი ხარისხის მიღწევა გინდა, ცალკე ხორცის ელექტრო-საკეპი უნდა იყიდო, ცალკე წვენის საწური და ა.შ.

ეს საკითხი დიდი ხანია მაწუხებს და “დასაწერი თემების” სიაში რამდენიმე წელია “ცხოვრობს”. თვითონ ტერმინი “ყველაფერჩიკი” ჩემმა მეგობარმა გამოიყენა ელიავაზე “მობირჟავე” მუშების მისამართით, რომელიც პარკეტჩიკიცაა, სანტეხნიკიც, მლესავიც და ელექტრიკიც, მაგრამ, სინამდვილეში, არცერთ სპეციალობას არ ფლობს საფუძვლიანად.

მე ორ ისტორიას მოგიყვებით. დანარჩენი ოცი თითოეულმა თქვენგანმა საკუთარი გამოცდილებიდან იცის.

გელას ამბავი:

  1. გელამ კაფე “პერო” გააკეთა ვაკეში. პირველი ხანები, როგორც წესია, “ზედ ყვებოდა”, სულ კაფეში იყო, პირადად აკონტროლებდა ყველაფერს, ბაზარში თვითონ დადიოდა, ხალხსაც ყოველდღიურად აკონტროლებდა და ფულსაც ხშირ-ხშირად ითვლიდა.
  2. გაითქვა სახელი გელას კაფემ და პირველი წლის ბოლოს უკვე “ნორმალურ” მოგებას “წერდა”.
  3. გელას ცოტა ფული გაუჩნდა. ჯერ, კარგი მანქანა იყიდა (იმაზე კარგი, ვიდრე ცოტა ფულს შეესაბამებოდა), მერე უცხოეთში წავიდა დასასვენებლად და ცოტა იმაზე მეტი დაეხარჯა, რომ უნდა დაეხარჯა.
  4. რომ დაბრუნდა, მისი კლასელი და ძმაკაცი ბესო ესტუმრა კაფეში და “გენიალური” ბიზნეს-გეგმა გაანდო. ბესომ დაარწმუნა მამიდამისი, რომ იქვე, მრგვალ ბაღთან, მამა-პაპისეული კერძო სახლი დაენგრიათ და მის ადგილას “ელიტარული” კორპუსი წამოეჭიმათ.
  5. გელას ჭკუაში დაუჯდა ბესოს იდეა. “კაფეში საქმე უკვე აწყობილი მაქვს, თანამშრომლების წესრიგს მიჩვეულია, კლიენტიც დადის…”, “მეც ხომ არსად ვიკარგები?! აქვე ვიქნები, ორ ნაბიჯში და კაფესაც მივხედავთ.
  6. ასე აშენდა “ელიტარული” კორპუსი შრიალის ქუჩის 4-ში. ბინადრები ცოტა უკმაუოფილო დარჩათ – ზოგს ფართი დააკლეს, ზოგს ცოტა უხარისხო ფანჯრები არ მოეწონა და ზოგსაც სხვა საყოფაცხოვრებო პრობლემები შეექმნა.
  7. ამასობაში კაფე “პერომ”, გახსნიდან 5 წლის თავზე, ცოტა მოიკოჭლა, მაგრამ ეს ქვეყნის ეკონომიკას და მთავრობას დაბრალდა.
  8. კორპუსის პროექტიდან კიდევ “ორ-ორი კაპიკი” დარჩა ძველ ძმაკაცებს. გელამ აგარაკი იყიდა, ცოლს მანქანა უყიდა და ელიტარულ კორპუსშიც გადასახლდა.
  9. ელიტარული კორპუსის პირველ სართულზე გელამ და ბესომ კომერციული ფართი დაიტოვეს, რომ მაღაზია გაეკეთებიდათ, რომელიც, მათი გათვლებით ორივეს ოჯახს არჩენდა. კორპუსი პროექტიდან “შემორჩენილი” ფულებით მეგობრებმა სუპერმარკეტი “მისცხეს”.
  10. ფული არ ეყოთ და კრედიტის აღება მოუწიათ ბინების დაგირავებით. გელა მთლიანად ამ ახალ წამოწყებაში “გადაეშვა” და, მართლაც, სუპერ-მარკეტი უბანში მალე გახდა პოპულარული და სესხსაც “პატიოსნად იხდიდა”.
  11. დაარსებიდან მე-6 წლის ბოლოს კაფეს საგადასახადო ეწვია და სერიოზული დარღვევები აღმოუჩინა. გელა გაკოტრდა და კარგა გემრიელი ვალებიც დაედო.
  12. “…არა ძმაო” ეუბნება ბიჭებს ბირჟაზე ბესო “ამ ქვეყანაში ბიზნესის გაკეთების შანსი არაა”.

ნათიას ისტორია მოკლედ:

  1. კომპიუტერული სერვისის კომპანია გააკეთა. სახლის კომპიუტერებს და პატარა ოფისებს ემსახურებოდნენ
  2. მალე კლიენტებიც მოაგროვა და სახელი გაითქვა. ერთი წლის თავზე კომპანია ხარჯებსაც იხდიდა და ოჯახმაც “ამოისუნთქა”.
  3. ერთ-ერთმა კმაყოფილმა კლიენტმა ნათიას თხოვა მისი მოზრდილი კომპანიისთვის კორპორატიული მომსახურება გაეწია. სტაბილური და ადვილი შემოსავალი სჩანდა. საქმეები კიდევ უკეთ წავიდა. რამდენიმე მოზრდილი კორპორატიული კლიენტიც დაემატათ.
  4. კერძო კლიენტები ცოტა უკმაყოფილოები იყვნენ, რადგან ნათიაც და მისი საუკეთესო “სერვისმენებიც” მსხვილ კლიენტებზე იყვნენ გადართული დიდწილად. თუმცა ეს კომპანიაზე ფინანსურად არ აისახა, რადგან კორპორაციები სტაბილურად კარგ ფულს იხდიდნენ.
  5. ერთ-ერთმა კმაყოფილმა კორპორატიულმა კლიენტმა კომპიუტერული გადაიარაღება გადაწყვიტა ახალ ოფისში გადასვლასთან ერთად. ნათიას უთხრეს “რაღა სხვაგან ვიყიდოთ ტექნიკა, შენთან ურთიერთობა ძალიან მოგვწონსო”. ნათიაც დათანხმდა.
  6. ტექნიკის ჩამოტანის ერთ პროექტს, მეორე, მესამე და რამდენიმე მოგებული ტენდერი მოჰყვა. “კარგი ფულიც” გამოჩნდა. ნათიამაც ცოტა გაშალა ფრთები – ბინა, მანქანა და რაღაცეები.
  7. ტენდერებს და კარგ ცხოვრებას ბიზნესის მოტანილი ფული სრულად არ ყოფნიდა. გაჩნდა რამდენიმე გრძელვადიანი საბანკო გარანტია, 1-2 სესხი ბინის და სხვა სიკეთეების დაგირავებით.
  8. კორპორატიული სერვისების კლიენტები ცოტა უკმაყოფილი იყვნენ, რადგან ტენდერებს და მსხვილ პროექტებს ნათიას დროის დიდი ნაწილი მიჰქონდა.
  9. ბოლოს ერთ-ერთმა მსხვილმა დამკვეთმა ნათია “გადააგდო” და ფული არ გადაუხადა.
  10. აბა ეს ქვეყანაა?! აქ ბიზნესის კეთება შეიძლება?!

და კიდევ რამდენი მოგიყვეთ. ყველგან ასეთი ამბებია. რატომ? რა გვჭირს? მართლა არ შეიძლება “აქ” ბიზნესის კეთება?

რატომ ხდება:

  • საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. ყველას თავი “გენიოსი” ჰქონია. განსაკუთრებით, იმის შემდეგ, რაც პირველი ბიზნესი გამოუვა-სავით.
  • რესურსების არასწორად ვაფასებთ. თავიდან გვგონია, რომ ყველაფერს მოვასწრებთ. ფულის შემოდინება-გადინებას ოპტიმისტურად ვგეგმავთ. რისკების გათვლა არ ვიცით.
  • ნებისმიერი საქმიანობის ცვალებადი ხასიათის გაუთვალისწინებლობა. ყველა საქმეს აქვს წაღმა-სვლის პერიოდები და უკუღმა-სვლის პერიოდები. ამისთვისაა ფულის დაგროვება, სწავლა, რჩევების მიღება და მოთმინება. ამას კი ვერ გააკეთებ, თუ “თავდადებული” არა ხარ.
  • ქორწინება უსიყვარულოდ. ბევრი ჩვენგანი ბიზნესს ფულისთვის იწყებს. მცოდნე ხალხი გვეუბნება, რომ ასე არ გამოვა. როგორც კი “არ-საყვარელი” ბიზნესი უკუღმა წავა, იქ რა გაგაჩერებს? ეგრევე მიატოვებ. არადა უკუღმართობა ყველა საქმეს აქვს.
  • გამდიდრების და წარმატების სწრაფად მიღწევის ჟინი, მოუთმენლობა. მარტო საცობში ვერ ითმენენ ქართველები? აქეთ იქიდან რომ გისწრებენ საცობში და მერე წინ “ეტენებიან”. იგივე ხალხი ბიზნესის “სტანდარტულ” დინებას აქეთ-იქიდან უსწრებს და მერე წინ ეტენება. ეს კიდევ არ გამოდის უმეტეს შემთხვევაში.

რა ვქნათ?

  • დაკონცენტრირდით. გადახტომა-გადმოხტომა კარგს არ მოიტანს არცერთ დარგში. შეეცადეთ, რომ “ყველაფერჩიკი” არ გახდეთ და ერთი მიმართულებით დააგროვოთ ცოდნა და გამოცდილება.
  • მეტი თვითკრიტიკა. შეეცადეთ წარმატების პირობებშიც თქვენი თავში გაუმჯობესების შესაძლებლობები ეძებოთ. პრობლემები სხვებს არ გადააბრალოთ. მესმის, რომ ეს ძალიან ძნელია, მაგრამ უნდა შეძლოთ
  • “სკოლის ასაკამდე” არ მიატოვოთ დაწყებული საქმე. ამბობენ, რომ რამე საგანში ექსპერტად დადგომას 10,000 საათი მუშაობა სჭირდება. ეს ჩვეულებრივი მუშაობით დაახლოებით 7 წელი გამოდის. ანუ, ვერ იტყვი, რომ რამე ააწყვე, სანამ 5-7 წელი “ჭიპს არ მოიჭრი” ამ საქმეში.
  • თუ ყველაფერი კარგად მიდის, დააგროვეთ ენერგია, ცოდნა, ფული და დაელოდეთ სერიოზულ პრობლემებს. უპრობლემო ბიზნესი არ არსებობს. თუ თქვენი სამუშაო (საუფროსო) ადგილიდან ვერ ხედავთ პრობლემებს, ადექით და “ხალხში” გამოდით. პრობლემები იქ არის. ყველა მიმართულებით, ოღონდ, ცოტა ღრმად დამარხული.
  • გაზარდეთ სრულფასოვანი შემცვლელები (ცოდნა, მოტივაცია, დამოკიდებულება, კულტურა და ა.შ.). თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ ადამიანი სრულფასოვნად გცვლით და კომფორტულად იყოთ ნდობის და რისკების თვალსაზრისით. ამას კი ისევ დრო სჭირდება.

და გახსოვდეთ, რომ “ბოლოს ყველაფერი კარგად იქნება. თუ ყველაფერი კარგად არაა, ეს ბოლო არაა” :)

გამიზიარეთ თქვენი ისტორიები და შეხედულებები კომენტარებში.

Posted in სიახლეები, სტატიები მართვის შესახებ | Leave a comment